SSSS

სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრელებს. მასში ნათქვამია, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებისთვის ,„აგრო ქართუმ“ 2021 წლის 25 ნოემბერს მიმართა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ადგილზე არსებული სიტუაცია შეისწავლა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, 125248 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 2022 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა საჯარო აუქციონი და დასრულდა შპს „აგრო ქართუს” გამარჯვებით.

„კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის (იჯარა) შემდეგი სახეები: პლანტაციური მეურნეობის მოწყობა; სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა (სათიბად, საძოვრად, ან ფუტკრის დროებითი სადგომების მოსაწყობად); საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა; თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა; ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა.

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრაქტიკა; ევროპის რიგი ქვეყნები სწორედ აღნიშნული მოდელით ახორციელებენ ტყითსარგებლობის უფლების გაცემას.

რაც შეეხება კომპანიისთვის „აგრო ქართუ“ ტყითსარგებლობის მიზნით იჯარის გაცემის საკითხს, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებისთვის, კერძოდ კი, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის უფლებისთვის, კომპანიამ 2021 წლის 25 ნოემბერს მიმართა. აღნიშნული მიზნით ტყითსარგებლობის უფლების გაცემისთვის, ეროვნულ სატყეო სააგენტოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება; კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა მთელი რიგი დოკუმენტაცია. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ადგილზე არსებული სიტუაცია შეისწავლა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, 125248 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 2022 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა საჯარო აუქციონი (N725 - აუქციონის ლოტი - N-725FJX122), დასრულდა შპს „აგრო ქართუს” გამარჯვებით.

შპს „აგრო ქართუმ” აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, ტყის მართვის ორგანოს, ყოლველწლიურად უნდა გადაუხადოს 32 877.6 ლარი და ასევე, უნდა წარმოადგინოს საგარანტიო თანხა 6262.4 ლარის ოდენობით.

ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და „აგრო ქართუს” შორის ხელშეკრულება 2022 წლის ოქტომბერში გაფორმდა. აქვე განვმარტავთ, რომ ტყითსარგებლობისთვის იჯარები არ გაიცემა მხოლოდ ორმოცდაცხრაწლიანი ვადით, გაცემულია სარგებლობის ხუთწლიანი იჯარები, მაგალითად, ფუტკრის სადგომებისთვის და ათწლიანი სათიბ-საძოვრების სარგებლობისთვის. რაც შეეხება ორმოცდაცხრაწლიან ტყითსარგებლობას, მნიშვნელოვანია, რომ მას საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი დატვირთვა აქვს, რაც მორგებულია მოსახლეობაზე და არ ხმარდება მხოლოდ ერთი სუბიექტის ინტერესებს. ასევე, მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ტყის მოვლა-პატრონობა და დაცვა. საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სატყეო სააგენტოს მიერ ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას; ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების შესრულებაზე კონტროლს შესაბამისი რეგიონული სატყეო სამსახური ახორციელებს. ეროვნულ სატყეო სააგენტოში 2022 წელს (1 ნოემბრამდე), ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გასაცემად, გამოცხადდა 20 აუქციონი, საიდანაც შემოსულმა თანხამ 166 993.10 ლარი შეადგინა“
, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1210
EUR
EUR
1
2.9236
RUB
RUB
100
2.7919
TRY
TRY
1
0.0799
USD
USD
1
2.8128
Օրացույց
«« Դեկտեմբեր  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.