საგაზაფხულო ნათესების ფართობი შემცირდა
საქართველოში მიმდინარე წელს საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები ექსპრეს მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა. გასულ წელს, თუ ნათესი ფართობები 137.1 ათას ჰექტარს შეადგენდა, წელს 132.7 ათას ჰექტრამდე შემცირდა.
საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები ბოლო 6 წლის მინიმუმზეა.
საქსტატის მონაცემებით, შემცირებულია ყველა ტიპის საგაზაფხულო ნათესი ფართობები. უფრო კონკრეტულად, წელს 92.2 ათას ჰექტრამდეა შემცირებული ხორბლის, ქერის, ჭვავის, შვრიის, სიმინდისა და პარკოსანი კულტურების ნათესები.
გასულ წელს კი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ნათესი ფართობი 93.4 ათას ჰექტარს შეადგენდა. ნათესები ამ შემთხვევაში 1.3%-ით არის შემცირებული.
ამასთანავე, ქვეყანაში 74.4 ათასი ჰექტრიდან 71 ათას ჰექტრამდე შემცირდა ცალკეულად სიმინდის ნათესი ფართობები. ეს ნიშნავს იმას, რომ შემცირება 4.6%-ს შეადგენდა.
ერთ წელში 2.5%-ით არის შემცირებული კარტოფილისა და ბოსტნეულ-ბაღჩეულის კულტურების ნათესი ფართობები. მიმდინარე წელს თუ 27.1 ათას ჰექტარზე იყო ნათესები, გასულ წელს მაჩვენებელი 27.8 ათას ჰექტარს შეადგენდა.