ადიგენში სატყეო გზების აღდგენა მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის სოფელ კეხოვანში, 5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სოფელ კეხოვანში, სატყეო გზების მოწყობა სლოვენიური პრაქტიკისა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით ხორციელდება.
"სატყეო გზების მოწყობა არა მარტო საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობის ამარტივებს, არამედ, ეფექტიანად ხორციელდება ტყის მოვლა-აღდგენის და, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებები“, - ამბობენ, ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.