პირველ ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს.თარიღი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში წელს განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან წმინდანის შემოსვლიდან 1 700 წელი გავიდა.
დღესასწაულში სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები, მრევლი და საერო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ჯავახეთში ვიზიტი დააანონსა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
პირველ ივნისს, ფოკაში, 10:00 საათზე ღია ცის ქვეშ წირვა აღევლინება, რის შემდეგაც სასულიერო პირები მორწმუნეებს დალოცავენ და 42-დღიანი ფეხით მსვლელობა დაიწყება. მრევლი წმინდა ნინოს გზას გაივლის. მსვლელობა პირველ ივნისს ფარავნის ტბიდან დაიწყება და 12 ივლისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან დასრულდება. წელს ლოცვით მსვლელობას სხვა ქვეყნის მართმადიდებლებიც შეუერთდებიან.
წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა ილია მეორემ 30 წლის წინ დააწესა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს 12 ივლისს სვეტიცხოველში შეხვდება და დალოცავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.