დღეს სინოდის სხდომა გაიმართება
დღეს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სინოდი პატრიარქმა, ილია II-მ მოიწვია. საპატრიარქოში არც იმას აკონკრეტებენ, რა საკითხებზე მოუწევთ მსჯელობა მღვდელმთვარებს.
„ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.