14 თებერვალს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია მირქმას აღნიშნავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში მირქმას ულოცავს.
„14 თებერვალს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ საუფლო ქრისტიანულ დღესასწაულს, მირქმას – უფლის მიგებებას აღნიშნავს, დღეს, როცა იესო იერუსალიმის ტაძრად მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს დღესასწაულს, წარმატებებს უსურვებს მათ“, – ნათქვამია განცხადებაში.