ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყო
მართლმადიდებლურ ეკლესიებში სააღდგომო წირვა უკვე დაიწყო. მრევლი ტაძარსა და ეზოში, პირბადეებით დგას. წირვის დაწყებამდე სასულიერო პირებმა მორწმუნეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს.
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე სააღდგომო ლიტურგიას წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში აღავლენს.
მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის აღდგომამდე მივიდა. მათ ტერიტორიის დატოვების უფლება დილის 04:00 საათამდე არ აქვთ.