სოფელ რუსთავში მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა
ასპინძის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი შეემატა. სოფელ რუსთავში წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია საზეიმოდ გაიხსნა.
ტაძარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორეს აკურთხა, მან შეკრებილები დალოცა და მრევლს ეკლესიის მიულოცა.
ტაძრის მშენებლობა საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით, სოფელ რუსთავის მკვიდრმა დემურ ინასარიძემ განახორციელა.
ეკლესიის კურთხევას სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია 29 მაისს გაიხსნა.
წყარო: სამცხე-ჯავახეთის მხარე.