სომხური სამოციქულო ეკლესია მარიამობის დღესასწაულს ზეიმობს
საქართველოს სომხური სამოციქულო ელესიის მრევლი მარიამობის დღესასწაულს ზეიმობს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა სრულდება.
მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია. ქრისტიანული რწმენით, გაბრიელ მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს მოციქულებმა აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცად აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.