ჩატარდება თუ არა მდინარეში განბანვისა და ნათლობის რიტუალი ახალციხეში?
19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება, რის შემდეგაც, მდინარეები იკურთხება და მორწმუნეები განბანვის, ანუ მივიწყებული ცოდვებისგან განწმენდის რიტუალს შეასრულებენ.
ახალციხეში მრევლს რიტუალში მონაწილეობის მიღება სოფელ მინაძეში, მდინარე მტკვარზე შეეძლებათ, სადაც პროცესი დაახლოებით, 13:00 საათიდან დაიწყება.
ნათლისღების დღესასწაულზე, ყოველწლიურად, მდინარეში, მივიწყებული ცოდვებისგან განწმენდის გარდა, უამრავი ადამიანი ინათლება. წელს საყოველთაო ნათლობის რიტუალი მხოლოდ ტაძრებში შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულის წინა დღე, 18 იანვარი, მართლმადიდებელი მრევლისთვის მარხვაა.