ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას - მეუფე საბა
ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას, ყოველთვის მალავდა რამდენი ჰქონდა შესაწირში, - ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი საბა აცხადებს.
,,ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას, ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან იუდა ისკარიოტელს ჰქონდა მიბარებული შესაწირი ყუთი, იუდა ყოველთვის მალავდა რამდენი ჰქონდა შესაწირში, იმიტომ რომ იპარავდა", - აღნიშნავს მიტროპოლიტი საბა.
მისივე თქმით, ,,ჩვენ კი არა, ღმერთი არ დაუშვებს რომ საქართველოში გაუკუღმართებული ცხოვრების წესისთვის, საქართველოს გაუბედურებისთვის, განადგურებისთვის, გაქრობისთვის, ეროვნული თუ რელიგიური ტრაციების შეცვლისთვის რამდენიც არ უნდა შემოიტანონ ფული, ეს არ ეყოფათ იმისათვის, რომ საქართველო შეცვალონ".
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის", - ფორმალურად "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" - წინააღმდეგ.
"აგენტების კანონი" საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.