წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება
წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარე წლის 9 მარტს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს, 3 მარტს გავრცელდა. სხდომა 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
"ა.წ. 9 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა" - ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რა საკითხებს განიხილავენ სინოდის წევრები უცნობია.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წმინდა სინოდის სხდომა 7 მარტს გაიმართებოდა.