დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღნიშნება
დღეს, დიდმარხვის პირველ კვირიაკეს, მორწმუნეები მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავენ.
ამ დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას ზეიმობს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.
ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა.
ამასთან, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმბრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.
დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე16 აპრილს დასრულდება.