ახალციხეში აწყურის ღვთისმშობლის ხატს ჩამოაბრძანებენ
მესხეთში აწყურის ღვთისმშობლის ხატის დასახვედრად ემზადებიან.
ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ხატს 12 მაისს, საღამოს ჩამოაბრძანებენ. მრევლს სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა მთელი ღამე ექნება.
13 მაისს ხატს აწყურში გადააბრძანებენ. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა10:00 საათზე დაიწყება.
აწყურიდან ხატი თბილისისკენ გაემგზავრება. გზად კი რამდენიმე ქალაქში დააბრძანებენ.
17 მაისს ვარდების მოედნიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა მოეწყობა. სამებაში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი პარაკლისს აღავლენს.
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ყოველწლიურად ტრაპიზონიდან აჭარაში, აჭარიდან კი მესხეთში შემოდის და ანდრია პირველწოდებულის გზას გადის.