რელიგია
აწყურის ღვთსმშობლის ხატს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში გადააბრძანებენ
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ახალციხეში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადააბრძენეს, სადაც ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.
წირვა 10:00 საათზე დაიწყო. მომლოცველობს საშუალება ჰქონდათ აწყურის ღვთისმშობლის ხატს დილიდან მიახლებოდნენ.
დღესვე სიწმინდეს ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქიაში გადააბრძანებენ. ურბნისისა და რუისის, გორისა და ატენის ეპარქიების შემდეგ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მომლოცველები სვეტიცხოველში მიეგებებიან. 17 მაისს კი სიწმინდეს თბილისის სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ.
აწყურის ხატი ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც საქართველოში წმინდა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა. ხელთუქმნელი ხატი ამ დროისთვის დაკარგულია. მისი ყველაზე ძველი ასლი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით დაიწერა. იგი სასულიერო პირებმა იერუსალიმში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საფლავებზე წააბრძანეს. შემდეგ კი იტალიის ქალაქი მალფი მოილოცეს, სადაც ანდრია მოციქულის წმიდა ნაწილებია დავანებული.
ხატით მსვლელობა ყოველწლიურად თურქეთიდან იწყება, საიდანაც წმინდა ანდრია მოციქული საქართველოში შემოვიდა.
Տարածեք :