ჯანდაცვა
ახალციხელ ადვოკატთა აქცია ქართველი ექიმის მხარდასაჭერად
ახალციხელი ადვოკატები ცხინვალის იზოლატორში მყოფი ქართველი ექიმის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავენ. უფლედამცველები
19 დეკემბერს, 11:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას გააპროტესტებენ.
სოლიდარობის აქცია, ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით თბილისსში, რიყის პარკშიც გაიმართება.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხრა ნოემბერს დააკავეს. ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხრა ნოემბერს დააკავეს. ის საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს, ამიტომ მას ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. ექიმის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც.
22 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების თაობაზე იმსჯელეს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზეც. ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ექიმების მიერ ახალციხეშიც.
Տարածեք :