ROGTOTO
EDCTOTO
ახალციხელი ექიმის ორად გაყოფილი ცხოვრება - მეცხრე არხი
SSSS


ჯანდაცვა
ახალციხელი ექიმის ორად გაყოფილი ცხოვრება
როცა ბავშვობაში ექიმობანას თამაშობდა, ვერ წარმოიდგენდა, რომ უკვე გამოცდილ ექიმს, უცნობი ვირუსი ცხოვრებას ორად გაუყოფდა, ღირებულებებს გადააფასებინებდა და პროფესიულ მიდგომებზე დააფიქრებდა. ერთ დღეს, პატარა და დიდი პაციენტების ყოველდღიურ ჩივილებს კორონავირუსი მიემატა. პედიატრსა და ოჯახის ექიმს, გულიკო მოდებაძეს მათზე ზრუნვა კოვიდმა თავად ასწავლა.

როცა ახალციხეში ,,კორონიზაცია“ დაიწყო, კლინიკა „იმედის“ ექიმს ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა. კოვიდდადებითი, რომ იყო 13 ოქტომბერს გაიგო.

,,სამი ადამიანი უკვე ინფიცირებული იყო, მეოთხე მე ვიყავი. ოთხივე ,,ვივამედში“გადაგვიყვანეს. გულ-მკერდის არეში საშინელი ტკივილი, შემაწუხებელი მშრალი ხველა და სახსრების გაუსაძლისი ტკივილი მქონდა. მოთენთილი ვიყავი, უენერგიო, მაგრამ სუნთქვა არ მიჭირდა“ - ასე იხსნებს პირველ დღეებს პედიატრი.

ოთხივე ინფიცირებული მედმუშაკი თბილისში კატასტროფის ჯგუფმა გადაიყვანა. სამი დღე ფეხზე ვერ დგებოდა, მერე თავს შეუძახა, საწოლზე დაყრდნობით ჯერ ორი ნაბიჯი გადადგა, შემდეგ პალატაში სიარული დაიწყო. ყველაზე მეტად მაინც გულის არეში ძლიერი ტკივილი აშინებდა - მასაც და თბილისელ კოლეგებსაც. 12 დღე იწვალა, გაუძლო, გამოჯანმრთელდა და მიხვდა, რომ ის გამოცდილება მიიღო, რაც კრიტიკულ ფაზაში შემავალ ახალციხეს იმ დროს ყველაზე მეტად გამოადგებოდა.

,,ემოციურად ძალიან გამიჭირდა, ტირილამდე მივდიოდი, დიდ ხანს გამყვა ეგ მდგომარეობა. მერე, როცა კოვიდპაციენტებს ვუვლიდი, ვიცოდი ისინი რასაც გრძნობდნენ. რა მომცა კოვიდმა? პირველ რიგში პაციენტებთან ურთიერთობა გამიადვილა. პროტოკოლის მიხედვით, ექიმი დღეში ერთხელ უნდა შევიდეს პაციენტთან, რადგან შესვლის წინ ეკიპირებას იცვამს. როცა ვიცოდი, რომ რთულ პაციენტს ძალიან უჭირდა, დღის მანძილზე სამი-ოთხჯერ მაინც ვნახულობდი და მინიმუმ 15-20 წუთი ვესაუბრებოდი“.

სამედიცინო დაწესებულება, სადაც ექიმი მუშაობს, მისი გამოჯანმრთელებიდან მალევე, ჯერ ცხელების ცენტრად, მოგვიანებით კი კოვიდმიმღებ კლინიკად გადაკეთდა. გულიკო ინფიცირებულ პაციენტთან ურთიერთობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას მის ფსიქოლოგიურ განწყობას ანიჭებს.

,,პაციენტთან არ უნდა თქვა, რომ ის დამძიმდა, ეს გადაიყვანეს, გარდაიცვალა, დაინტუბირდა და ა.შ. როცა რაღაცა პრობლემას ეჭიდები, მერე თავად სწავლობ ბევრ რამეს - კოვიდმაც გვასწავლა როგორც პაციენტებთან ურთიერთობა, ასევე დაავადებასთან ბრძოლა“.

კოვიდ19-მა თითქმის ყველაფერი ორად გაყო - მისი პირადი ცხოვრება, საზოგადოება, საყვარელი ქალაქიც კი, რომლის ერთმა ნაწილმა ერთმანეთის სიყვარული მეტად ისწავლა, მეორეში კი აგრესიამ იმძლავრა.

,,კოვიდმა ემოციურადაც შემცვალა. ბევრი კარგი ადამიანი წაიყვანა ამ ქვეყნიდან. ისიც გვასწავლა, როგორ იცხოვრო მომავალში ამ ტკივილთან ერთად. კოლეგების გარდაცვალება დიდი სტრესი იყო, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. თითქოს უფრო მეტად გავიგე სიცოცხლის და ადამიანური ურთიერთობის ფასი. ერთმანეთის მეტად გვესმოდეს და ერთმანეთის გვტკიოდეს, - ეს არის მთავარი“.

ყველაზე მეტად გული ადამიანების იმ ნაწილზე წყდება, ვისაც კოვიდ19-მა ვერაფერი ასწავლა. გულიკო მოდებაძე „მეცხრე არხთან“ პირველად საუბრობს იმ ტკივილზე, რომელიც ერთი მხრივ, თანამშრომლის, მეგი ბაქრაძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ და მეორე მხრივ, იმ ადამიანთა რეაქციამ გამოიწვია, რომლებმაც ტრაგედიის გამო, „იმედის“ კლინიკის თანამშრომლები მკვლელებად და უცოდინრებად შერაცხეს.

,,მეგის გარდაცვალება ჩვენთვის რამხელა ტკივილია, ამას სიტყვით ვერ გადმოგცემთ. როგორი დღეები გავიარეთ, რა გადავიტანეთ და ჯერ კიდევ რისი გადატანა მოგვიწევს კიდევ ბევრი წელი, ვინ იცის. როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდა ან ოჯახი და ან ჩვენ ვინმემ იფიქრა? ჯერ კიდევ არავინ იცის რა მოხდა და ამ დროს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისა და აგრესიის ნიაღვარი წამოვიდა. ყველაზე მეტად საწყენი ის იყო, რომ მსგავსი კომენტარების ავტორებში ბევრი ნაცნობი აღმოვაჩინე“.

მას შემდეგ, რაც 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,,იმედის“ მედდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, მედპერსონალისთვის ბევრი რამ უარყოფითად შეიცვალა.

,,როდესაც მასალა ინტერნეტში გავრცელდა და ვნახე, ფეისბუქზე უკვე 950 კომენტარი ჰქონდა. არ დამეზარა და ყველა წავიკითხე. სხვებთან ერთად, მართლა სიცოცხლე რომ გვიჩუქებია, ისეთი ხალხიც კი გვლანძღავდა. ხომ შეიძლებოდა ვინმეს მაინც დაეწერა, ხალხო მოითმინეთ, რას წერთ ან რამე მსგავსი. იმ საღამოს, როცა მეგი გარდაიცვალა, სიცოცხლე აღარ მინდოდა, მითუმეტეს, რომ მაგ საქმესთან მე შეხება არ მქონდა, რადგან ჩვენი ბრიგადები ერთმანეთს ცვლიდა. ასეთი დამოკიდებულება ძალიან გულსატკენია. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ“.

გულიკო მოდებაძე იმაზეც წუხს, რომ ძლივს დაწყებული ვაქცინაციის პროცესი ახალციხეში ორი კვირაა შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ,,მას მერე რეგიონში აღარავინ აცრილა“, მაინც იმედოვნებს, რომ ანტივაქსერული კამპანია მალე ძალას დაკარგავს.

,,მესამე ტალღა მაინც იქნება, რადგან ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. თუ არ დაიწყო ვაქცინაცია, სხვა საშველი არ იქნება. მე მაშინვე ავიცრები, როგორც კი პოსტკოვიდური პერიოდი დამისრულდება. მესმის, ხალხში შიში გაჩნდა, ამ ბავშვს (მეგი ბაქრაძეს, რედ.) რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონოდა და ისე აცრილიყო, შეიძლება ასე არავის შეშინებოდა. ახლა ბევრი ფიქრობს - ჯანმრთელი აიცრა და ასე დაემართა, მე რატომღა გავრისკოო, მაგრამ ადრე თუ გვიან, ხალხი მაინც მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას“.

ექიმი ფიქრობს, რომ საზოგადოებას აღარ ახსოვს, რომ პოლიომიელიტის გამო ბავშვებს დამბლა ემართებოდათ, ყვავილი კი კლავდა. ორივე ინფექცია მხოლოდ ვაქცინამ დაამარცხა. ანტივაქსერული კამპანია არ უკვირს, რადგან პრობლემები გეგმიური აცრების დროსაც აქვთ. ,,მშობლების 10-20 % მაინც არ ცრის ბავშვებს, მიუხედავად იმისა, რომ აცრების გვერდითი მოვლენები მინიმუმადეა დაყვანილი“.

საქართველოში ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, პაპილომა ვირუსის აცრას მოჰყვა. იმ მოტივით, თითქოს, იმუნიზაცია უშვილობას იწვევს. ,,ვიღაც ერთი იტყვის, მერე სოციალური ქსელი აყვება და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. არადა, პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკაა გოგონებში და საზღვარგარეთ ძალიან წარმატებით მიმდინარეობს“.

საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც მოკლე დროში შექმნილი ვაქცინის ეფექტურობის არ სჯერა, გულიკო ახსენებს, რომ ტექნოლოგია დაიხვეწა და ხარისხიანი ვაქცინის შექმნას წლები აღარ სჭირდება.

,,ახლა ამაზე ატყდა ამბავი, ასე უცებ რომ დამზადდა რამდენად სანდოა, მაშინ როცა ყვავილის ვაქცინა 60 წელი მზადდებოდაო. არ იქნება ეს კარგი, ე.ი. უნდა დაგვჩიპონ - თქვა ერთმა და გაიმეორა მსოფლიომ. არადა, ახლანდელი ტექნოლოგია და მაშინდელი ხომ განსხვავდება? ადრე ერთი ნივთიერება რომ გაეხლიჩათ და ბოლომდე შეესწავლათ, წლები იყო საჭირო. ახლანდელი ტექნოლოგიით კი შეიძლება იგივეს ნახევარი საათი დასჭირდეს“.

18 მარტიდან აცრები მხოლოდ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გრძელდება, იქ სადაც რეანიმაციული განყოფილებაც მუშაობს. ქვეყანაში ასეთი 40 კლინიკაა, სამცხე-ჯავახეთში მხოლო ორი - ახალციხესა და ახალქალაქში. გულიკოს თქმით, გვერდითი მოვლენების მსუბუქ ფორმებზე ინფორმაცია საზოგადოებას მანამდეც ჰქონდა, თუმცა 28 წლის მედდის გარდაცვალების ფაქტმა ვითარება შეცვალა.

,,ავადმყოფი პაციენტები იცრებიან, რისკ-ჯგუფის მქონეები. ისეთები, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია აწუხებს ან სიმსივნის გამო ქიმიას იკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ უკუჩვენება არის ორსულებში, თუ ორსულს აცრა სურს, მისი ვაქვინაციაც შესაძლებელია. დასტენტილ პაციენტს ვცრი, რომელიც მედიკამენტებს იღებს, დაზიანებული აქვს გული, თირკმელი და ა.შ. და იმას არაფერი მოსდის. ეს ნიშნავს, რომ არ არის იმ ცილაზე ალერგიული, რომელიც ორგანიზმში შედის“.

ანტივაქსერული კამპანიის გასაქარწყლებლად, მოსახლეობის სწორი და სრულყოფილი ინფორმირება რომ აუცილებელელია, ამაში კლინიკის ექიმი დარწმუნებულია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა შეიძლება გამოიწვიოს ვაქცინაციამ, როგორია მისი გვერდითი მოვლენები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება აიცრას თუ არა.

,,ნებისმიერმა უცხო ცილამ, რომელიც ორგანიზმში შედის, შეიძლება ანაფილაქსია გამოიწვიოს. თუმცა, იგივე შეიძლება განვითარდეს ფუტკრის ან რომელიმე მწერის ნაკბენის შემთხვევაშიც. შეიძლება ბალახებში ან ტყეში გაიარო და შოკი დაგეწყოს. ნებისმიერი რამ შეიძლება ამ შოკის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ასევეა ეს ვაქცინაც“.

პროტოკოლის მიხედვით, აცრის კაბინეტში ექიმს მხოლოდ ორი წამლის გაკეთების უფლება აქვს - ადრენალინის ან ეპინეფრინის და დიმედროლის.

,,ვენა ავიღე, ჟანგბადი მივეცი და მერე უნდა დამეხმაროს რეანიმაცია. სხვას ვერაფერს გავაკეთებ. შეიძლებმა ჩემმა გაკეთებულმა ერთმა ეპინეფრინმა გამოიყვანოს მდგომარეობიდან, მაგრამ ყველაფერი ხდება. იმედი მაქვს, ხალხი მივა იმ გადაწყვტილებამდე, რომ აიცრას, რადგან აცრის გარეშე ეს დაავადება თავს არ დაგვანებებს“.

ბავშვთა გადაუდებელი დახმარება, ნეონატოლოგია, პედიატრია და ოჯახის ექიმობა - ბავშვების ოცნება გულიკომ აიხდინა. სულ ცდილობს გადამზადება გაიაროს და რაც შეიძლება მეტ პაციენტს დაეხმაროს. ბოლოს იმუნიზაციის ტრენინიგი გაიარა და დარწმუნებულია, რომ ამითიც შეძლებდა, პატარა წვლილის შეტანას პანდემიასთან ბრძოლაში. ვინაიდან კორონავირუსის დამარცხების სხვა გზას ვერ ხედავს, იმედით ელოდება ახალციხეში აცრის პროცესის აღდგენას.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Հուլիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle film izle hack forum marsbahis casibom giriş casibom betwinner marsbahis güncel giriş 1win türkifşaiqosiqostrend topic satın algalabetparibahisbetsmovevbetvevobahisbetparksuperbetinbetsmovebetsmovebetcupbetcupvbetgalabetsweet bonanza+18 filmtürk pornoporno sexporno izlebedava pornoparibahisrokubetbetturkeymarsbahis girişzbahiscasinomhubcasinomhubvozolbahsegelbetturkeystarzbetmatadorbet güncel girişMarsbahis girişaresbetpiabetTubo Pornô GrátisPelículas de SexoPorn TubeArtemisbetcasibomDeneme Bonusu Veren Sitelerbettiltmatadorbet güvenli girişyouwinTipobet365jojobetbetturkeygoldenbahisbetwoontipobetyouwinvozol 20000marsbahistarafbetbaywinmarsbahisbetparkmariobettarafbetbetgarantilunabetbetistsuperbetinbahiscomsekabetcasinomhubonwinbaywinmatadorbetholiganbetholiganbetbetparkmarsbahisimajbetholiganbetsuperbetinbetivobonus veren casino sitesisafirbetbahigovbetyouwinMatadorbetbetwoonhttps://w88fm.top/turkifsamatadorbetmatadorbettürk ifşacasino chefnakitbahisbetkomjojobet girişhitbetgrandpashabetpadişahbetcasibomBetistmariobetpiabetbettiltmadridbet girişmadridbet girişmarsbahis girişMedyummadridbet girişTipobetTipobetTipobetjojobetjojobetbycasino girişfixbet girişmadridbet güncel girişmadridbet güncel giriştipobet girişJojobetJojobetjojobet girişjojobet girişjojobet güncel girişjojobet güncel girişjojobet güncel girişjojobet güncel girişsahabet girişjojobet girişjojobet girişjojobet güncel girişjojobet güncel girişjojobet güncel girişMarsbahis Girişmatadorbetmadridbet girişpadişahbetgrandpashabetbetistjojobetفيديوهات سكسافلام سكسmarsbahispiabetmarsbahisBetkomholiganbetBetkomjokerbetmarsbahismeritkingcasibommatbet giriş7slots girişbahisal girişbahisbey girişbahiscom girişbahisnow girişbaşarıbet girişbetcup girişbetgross girişbetkolik girişbetkom girişbetoffice girişbetpublic girişbetriyal girişbetsalvador girişbetvole girişbizbet girişcasinomhub girişcasinomilyon girişciacasino girişfreybet girişgamabet girişgenzobet girişkordonbet girişmariobet girişmatadorbet girişmercurecasino girişnesinecasino girişntvsporbet girişonwin girişprivebet girişradabet girişretrobet girişroketbet girişroyalbet girişsahabet girişsmartbahis girişstarzbet giriştarafbet giriştipobet giriştürkbet girişjojobetikimislikavbetholiganbetCasibomvozolvozolerotik filmpulibetcasibomtakipçi satın almilosbetbetsatmatadorbetmatadorbetmatadorbetHoliganbetJojobetjojobetpadişahbetmarsbahisjojobetBankobetportobet twitterbaywin twitterhitbettütün pazarıtütün pazarıxslot girişbetsmoveCasibom GirişbaywinlunabetholiganbetMarsbahisCasino Maximarsbahisjojobetgrandpashabetjojobetcasibombetwoonlotusbetcoinbar1xbet sorunsuz girişatlasbet sorunsuz girişbahigo sorunsuz girişbahiscasino sorunsuz girişbahsine sorunsuz girişbetgaranti sorunsuz girişbetgram sorunsuz girişbetonbet sorunsuz girişbetpublic sorunsuz girişbetsat sorunsuz girişbetwinner sorunsuz girişbullbahis sorunsuz girişgrandpashabet sorunsuz girişikimisli sorunsuz girişistanbulbahis sorunsuz girişjojobet sorunsuz girişsonbahismarsbahiskralbet sorunsuz girişligobet sorunsuz girişmarsbahis sorunsuz girişmarsbahis sorunsuz girişmatbet sorunsuz girişmelbet sorunsuz girişmilanobet sorunsuz girişmostbet sorunsuz girişmrbahis sorunsuz girişnorabahis sorunsuz girişpadisahbet sorunsuz girişparibahis sorunsuz girişparisbahis sorunsuz girişparobet sorunsuz girişpaşacasino sorunsuz girişpinbahis sorunsuz girişromabet sorunsuz girişshowbet sorunsuz girişsüperbahis sorunsuz girişsüperbetin sorunsuz girişmarsbahisşutbet sorunsuz giriştempobet sorunsuz giriştipobet sorunsuz girişultrabet sorunsuz girişvbet sorunsuz girişvegabet sorunsuz girişverabet sorunsuz girişwinxbet sorunsuz girişxslot sorunsuz girişyouwin sorunsuz girişbetgarantibets10bets10holiganbetholiganbetbetmatikmarsbahismarsbahismarsbahisbetmoonparibahisbets10betturkeytipobetbetturkeybahsegelelexbet1xirani.comholiganbetmatadorbetyouwinmatbetbetebetdumanbetzeta librarymatbetsahabetmatbetparibahiskralbetMilf Pornocasibomjojobet7slotsbetnanosahabetodeonbetalobet sorunsuz girişaspercasino sorunsuz girişbahisai sorunsuz girişbeinnow sorunsuz girişbekabet sorunsuz girişbetelli sorunsuz girişbetpipo sorunsuz girişbetplay sorunsuz girişbetroad yeni girişbetsilin yeni girişbetvoy yeni girişBetyap yeni girişBircasino yeni girişBizimbahis yeni girişCasilot yeni girişCasinoslot yeni girişCasinowon yeni girişCasipol yeni girişDiyarbet yeni girişDrbahis yeni girişEnbahis yeni girişFavorisen yeni girişFavorislot yeni girişGameofbet yeni girişHanedanbet yeni girişHepyekcasino yeni girişhilarionbet yeni girişHipercasino yeni girişHitbet yeni girişHitbet yeni girişİnterbahis yeni girişİstekbet yeni girişLadesbet yeni girişLevabet yeni girişLordcasino yeni girişMasterbetting yeni girişMercurecasino yeni girişNeemex yeni girişNesinecasino yeni girişPirobet yeni girişPuntobahis yeni girişRadissonbet yeni girişRcasino yeni girişRokubet yeni girişSantosbetting yeni girişSlottica yeni girişSovabet yeni girişSpinco yeni girişSüperbet yeni girişTambet yeni girişTlcasino yeni girişTwinplay yeni girişVippark yeni girişZbahis yeni girişvozol nedirspot lambazbahismarsbahisbetmatik giriştarafbet girişbetkom girişsahabet girişmariobet giriştipobet giriştipobet365 girişmatadorbet girişbahiscom giriş1xbet girişmarsbahis girişgrandpasahbet girişonwin girişzbahis girişfixbet girişbetturkey girişbetpublic girişstarzbet girişxslot girişbycasino girişsupertotobet girişYouwin Girişelexbetdijital puffYouwin Giriş Adresisekabetsekabetmarsbahisjojobetkralbetbetorspin girisRulet SiteleriholiganbetBağlama BüyüsüimajbetBağlama BüyüsüholiganbetsahabetngsbahiskalebetimajbetmostbetCasino Slot SiteleriTümbetparibahisbetbababetbabayouwinmaltcasino7slotsyouwinmarsbahisjojobetmatadorbet güncelBets10CasinomaxiCasinometropolMobilbahisMeritkingMatadorbetSekabetimajbetCasibomOnwinHoliganbetMarsbahisSahabetbetkommatadorbetmarsbahisstarzbetstarzbetcasibomjojobetMadridbet güncel girişimajbetholiganbetholiganbetmatbet giriş güncelmatbetholiganbetmatadorbetsahabetjojobetmarsbahismatbetmarsbahismarsbahis adressahabetJojobetjojobetjojobetmatadorbetmarsbahis girişsahabetmatadorbetextrabetextrabetsweet bonanzabetebet girişmavibetcasibommatbetmatbet girişholiganbet giriş güncelbetparkmatbetsahabetbahsegelmarsbahisnakitbahisimajbetdumanbetbetebetsekabetpiabellacasinobetkanyonMatbet güncel giriş adresiPusulabetjojobetMatbet girişcasinomaximarsbahismarsbahisjojobetPusulabetPusulabetMatbet girişMatbet girişholiganbet giriş yapamıyorumjojobetbets10onwincasibomcasibomnakitbahismaltcasinomatbet girişjojobetmanavgat escortalfabahisbetkommariobetmeritkingmarsbahisbets10sahabetonwinholiganbetsahabetmatbetsahabettipobetmeritkingbetebetgrandpashabetpiabellacasinoonwindumanbetbahsegelbetebetbahsegelsekabetdinamobetdinamobetholiganbetmatbetjojobetbelugabahislimanbetmatbetTulipbetalfabahissekabetdinamobetholiganbetmobilbahis 1046marsbahiscasibomhiltonbetjojobetjojobettipobetmarsbahisnakitbahis1xbet-farsi4.commatadorbet girişfixbet giriş1xbet girişfixbet girişmatadorbet girişgalabetmarsbahisbetvolecratosroyalbetbetebetmatadorbetmatadorbet girişmavibethitbetqueenbettümbetmatadorbet güncel girişmarsbahistümbetelexbetbetboxsekabet girişbaywintümbethitbetcratosroyalbetcratosroyalbetTulipbetsultanbeyli oto çekicijojobet girişsekabetbetpasholiganbetcratosslothizlicasinoStarzbetholiganbetBetvoledinamobetjojobetsekabetcasibombetebetmatbetbahsegelkalebetmeritkingSahabetpadişahbetngsbahisbetciotümbetnakitbahistümbethititbetpiabellacasinotümbettümbetMobile Pornodeonbetatakent doğum günü organizasyonumegabahisbetebet galabetjojobet