ზღაპრის გმირები და კონცერტი ახალქალაქში აცრის პარალელურად
21.11.2021
ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხათუნა ზახაშვილთან ერთად მოსახლეობას შეხვდება.
ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით ჩაერთონ და ადგილზე გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა. ვაქცინირებული პირები უფასოდ ისარგებლებენ ადგილზე განთავსებული იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით. ასევე, საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა ვაუჩერი.
ღონისძიების პირველ ნაწილში ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება მოსასვენებელი და კვების სივრცეები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი - რეზო და ბავშვები. დღის ბოლოს კი მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი იმღერებს.
ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება. პარალელურად, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების წამახალისებელი ღონისძიება გაიმართება სამტრედიაში. მსგავსი აქტივობები უკვე ჩატარდა მარნეულსა და გურჯაანში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.