რომელი ასაკიდან არის რეკომენდებული მეორე ,,ბუსტერ" დოზით ვაქცინაცია?
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მსოფლიოს არც ერთ წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრს 18 წლის ზემოთ პირებში მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია.
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო დამატებით ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. 18 წლის ზემოთ პირებში ჯერჯერობით არც ერთ ამ ორგანიზაციას მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია“, – თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად, დამატებითი ბუსტერ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის.
როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გამონაკლისის სახით, მეორე ბუსტერ დოზით ვაქცინაცია, ასაკის მიუხედავად, დასაშვებია მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება და დამატებითი ბუსტერ დოზის ადმინისტრირებას მიმღები ქვეყანა ითხოვს.
თამარ გაბუნიას კომენტარს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.