26 ივნისი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის დღეა
26.06.2023
ნარკოტიკების ავადმოხმარებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 26 ივნისს აღინიშნება, რათა გაძლიერდეს თანამშრომლობა და ქმედებები ნარკოტიკების ავადმოხმარებისგან თავისუფალი სამყაროს მისაღწევად.
„ადამიანები უპირველეს ყოვლისა - შეაჩერე სტიგმა და დისკრიმინაცია, გააძლიერე პრევენცია!“- ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული კამპანია მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ გამოხატული სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას პატივისცემაზე დაფუძნებული და არა დასჯაზე ორიენტირებული მიდგომების მეშვეობით.
2023 წლის გლობალური კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერების დონის ამაღლებას ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებლების მიმართ ემპათიითა და პატივისცემით განმსჭვალული დამოკიდებულების მნიშვნელობაზე; აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარებასთან დაკავშირებული დარღვევების, ადრეული ჩარევის, ხელმისაწვდომი მკურნალობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ და სხვ.
უნდა ისჯებოდეს თუ არა კანონით ადამიანი, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვნებს, რადგან ფაქტია, რომ ინექციური და არაინექციური ნარკოტიკების მოხმარებით საქართველოში ადამიანები იღუპებიან. როგორია ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, ანუ როგორ და რა შემთხვევაში ისჯება კანონით ნარკოტიკის მოხმარება საქართველოში. წამალდამოკიდებული ადამიანის რეალური ისტორია პირველმა არხმა ჩაწერა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.