ჯანდაცვა
როგორია ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა?
ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ "მეცხრე არხთან" "ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გელა ორველაშვილმა განაცხადა.
"პაციენტს მარცხენა მხრის დაჟეჟილობა აღენიშნება და მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის მიხედვით თავის ტვინზე დაზიანება არ ფიქსირდება. ამ ეტაპზე იმყოფება დაკვირვების ქვეშ და მკურნალობას განაგრძობს ნევროლოგიურ განყოფილებაში" - აღნიშნა ორველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს 2 ნოემბერს, ბორჯომში, მწვანე მონასტრის მიმდებარედ მოხდა.
Տարածեք :