SSSS
ჯანდაცვა
სტომატოლოგიური კლინიკები ფასების ზრდას აანონსებენ
სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ. 700-ზე მეტი სტომატოლოგი ფასის სავარაუდო მატებას იმ რეგულაციებს უკავშირებს, რომლის ამოქმედებაც 1-ელი იანვრიდანაა დაგეგმილი და რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობს.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში, რომელსაც 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა მიმართა, განმარტავენ, რომ მედიკოსების ტრენინგებში მონაწილეობა წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ხარჯების ზრდას იწვევს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სრულად ეთანხმებიან უწყვეტი გადამზადების მოთხოვნას, თუმცა მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა ამ ეტაპზე რთულად მისაღწევი აღმოჩნდა დამწყები და რეგიონში მცხოვრები სტომატოლოგებისათვის.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში აღნიშნავენ, რომ სტომატოლოგთა უმრავლესობა უსამართლოდ მიიჩნევს დადგენილების მე-6 პუნქტის სავალდებულო პირობასაც. აქ მიზეზად სახელდება ის საკითხები, რაც ტრენინგ-სემინარებზე არის შემოთავაზებული, კერძოდ, მედიკოსები განმარტავენ, რომ აღნიშნული უკვე შესწავლილი და გავლილი აქვთ უნივერსიტეტებში.

„40 ტრენინგის სია მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომლის ნაწილი უკვე ჩატარებულია, ნაწილზე ადგილი არ არის, ზოგიც კი რეგიონებში არ ტარდება. ზოგი ისეთი ტრენინგია, რომელიც 6000 ლარი ღირს...საოცარი ფასები აქვს. ყველა ტრენინგი საინტერესოა, მაგრამ გააჩნია ვისთვის. მომხრე ვარ, ყველამ იცოდეს დეზინფექცია-სტერილიზაცია უმაღლეს დონეზე, მეც ვატარებ ტრენინგებს, მაგრამ არ არის აკრედიტებული. 700-ზე მეტი სტომატოლოგის სახელით ვსაუბრობ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ როდესაც 5000-დან 10 ათასამდე ლარს გადავიხდი სავალდებულო ტრენინგში წლის განმავლობაში, გარდა ამისა, თუ დამატებით ვივლი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებზე, ხარჯი გამეზრდება. საიდან უნდა მოვიტანო ეს ფული, თუ პაციენტებისგან არ ამოვიღე? ეს ძალიან ცუდად აისახება მოსახლეობაზე. სტომატოლოგებს არ გვინდა ფასის მომატება! ჩვენ ეს საკითხები პოლიტიკურ ჭრილში არ გვინდა გადავიყვანოთ, პასუხებს ვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. თუ სტომატოლოგების და კლინიკების დაჯარიმება დაიწყება, კლინიკებსა და დასაქმებულებს შორის კონფლიქტს გააღვივებს, მის გამო რომ ვერ მოგროვდება ექიმის მიერ ქულები. გვექნება ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც სტომატოლოგები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ. აღნიშნულის წინააღმდეგ წლები ვიბრძოლეთ. ამ მიმართულებით ინფექციების კონტროლიც რთული იქნება“,- აღნიშნა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა ირინა ბერკაცაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგები ვალდებულები იქნება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და ტრენინგებზე დასწრებით ყოველ წელს 20 ქულა დააგროვონ. დადგენილების თანახმად, ტრენინგები მათ შორის უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გადაუდებელი მდგომარეობების და ალერგიული რეაქციებით გამოწვეული შემთხვევების მართვა. #432- ე დადგენილებაში არ არის განსაზღვრული სანქციის ზომა და მოცულობა, ასევე ის სამართლებრივი შედეგი, რაც სავალდებულო მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად დადგება (საქმიანობის უფლების შეზღუდვა; ადმინისტრაციული ჯარიმა ან სხვა.).
Facebook Twitter
Նույն թեմայով
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Դեկտեմբեր  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetonwin스마일퀄리티jojobetsahabetonwinjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงjojobetสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182casibommegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibom Girişwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginkingbettingsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpassaha_online Twitter Sahabet hesabıumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046CasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisjojobetjojobetMarsbahisalanya escortMeritking GirişcasibomJojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom1xbet girişbetpasmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24pusulabetgrandpashabetmilanobetvdcasinobahislionjojobetjojobetmeritkingbetnanoultrabetbetebetbetpassekabetMeritking Girişmagic mushroomsvaycasinojustin tvjojobetmatbetroyalbet