მზია ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.
„უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში“, - ნათქვამია საიას ინფორმაციაში.
მზია ამაღლობელი უკვე 24 დღეა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობს.