არჩევნები
"მე ვიქნები ყველა მოქალაქის დამცველი" – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ახალციხელ ამომრჩეველს
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიას ასრულებს.

სამ ოქტომბერს ის ახალციხის მოსახლეობას შეხვდა. თეატრის შენობაში შეკრებილ ამომრჩეველთან, 20–წუთიანი გამოსვლის დიდი ნაწილი, კულტურაზე საუბარს დაუთმო.

ზურაბიშვილმა სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარების შესაძლებლობას გაუსვა ხაზი.

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სამცხე–ჯავახეთში არსებულ ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადრება, თუმცა ძირითადი აქცენტი, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის ჩამორთმეულ მოქალაქეობასა და სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე გააკეთა.

ზურაბიშვილის კამპანიას "ქართული ოცნების" წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, სხვადასხვა სოფლიდან, მოქალაეები ავტობუსით იყვნენ მისული.

ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს ახალციხე–ადიგენისა და ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატებმა.

| Print |