ელექტრონული არჩევნები და ამომრჩევლის მთავარი გამოწვევები - შეხვედრა ახალციხეში
02.10.2024
ელექტრონული არჩევნების და კენჭისყრის პროცედურების შესახებ ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლების გარდა, ესწრებოდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც ხმის უფლებით წელს პირველად უნდა ისარგებლონ. შეხვედრაზე ისაუბრეს ბიულეტენის სწორად შევსების და აპარატში მოთავსების შესახებ. დისკუსიის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელმაც ელექტრონული არჩევნების შესახებ შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართა.