არჩევნები
მე-7 ახალციხის ოლქის #1 უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა
მე-7 ახალციხის ოლქის #1 უბანმა პირველი ამომრჩეველი 08:01 სთ-ზე მიიღო. უბანზე წარმოდგენილნი არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები.

უბანზე რეგისტრირებულია 2169 ამომრჩეველი, აქედან 22 ხმას აძლევს გადასატანი ყუთის საშუალებით.

პირველი ამომრჩეველი მზია გოზალიშვილია, რომელიც აცხადებს, რომ ხმა ქვეყნის წინსვლასა და ევროპულ მომავალს მისცა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სამცხე ჯავახეთში 143 587 ამომრჩეველია, მათგან ყველაზე მეტი ახალქალაქში, ყველაზე ნაკლები ასპინძაში.

ამომრჩეველთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით:

ბორჯომი – 26 643;

ახალციხე – 33 535;

ადიგენი – 15 418;

ასპინძა – 9 771;

ახალქალაქი – 37 496;

ნინოწმინდა – 20 724;

არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობს.

| Print |