სტატუსის შეჩერების საფრთხის წინაშე მყოფი სტუდენტები გადასახადზე შეღავათს ითხოვენ
03.12.2020
კოვიდპანდემიის პერიოდში სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა. შემოსავლისა და სამსახურის გარეშე დარჩენილი ოჯახები სწავლის გადასახადს ვეღარ იხდიან. 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სტატუსი უმაღლესი სასწავლებლის 59 076 სტუდენტს აქვს შეჩერებული, აქედან 19 874 ახალგაზრდის შემთხვევაში მიზეზი ფინანსური დავალიანებაა - ამის შესახებ ინფორმაციას სტუდენტური ორგანიზაცია „პროგრეს ცენტრი“ ავრცელებს.
რა ბედი ეწევათ ახალგაზრდების განათლებასა და მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობას, რას ითხოვენ სტუდენტები და რა შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო – თემაზე ვერონიკა გვარამაძე მუშაობდა.