განათლება
"საქართველო რუსეთი არ გახდება!" - N6 სკოლის მოსწავლეების პროტესტი ახალციხეში (ვიდეო)

დღეს, 2 დეკემბერს დილიდან ახალციხის N6 საჯარო სკოლის 11-ე კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილებზე დასწრებაზე უარი თქვეს და გაიფიცნენ.

მათ, კლასში დაფაზე წარწერა ,,გაკვეთილები არ ტარდება მე-11 კლასში, ბავშვები გაიფიცნენ. საქართველო რუსეთი არ გახდება!" დატოვეს.

ამ დროისათვის შეჩერებული არის თუ არა სასწავლო პროცესი მე-11 კლასში, სკოლის დირექტორმა კომენტარი არ გააკეთა.

ნონა ივანიძემ tv9news.ge -ს უთხრა რომ "სკოლა აპოლიტიკურია" და ტელეფონი გაგვითიშა.
| Print |