განათლება
სააღდგომო არდადეგები სკოლებში - დასვენების დღეების რაოდენობა ცნობილია
წელს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 20 აპრილს ზეიმობს. რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო კალენდრის მიხედვით, მოსწავლეებისთვის სწავლა რამდენიმე დღით წყდება.

2024-2025 სასწავლო წლის კალენდარშია აღნიშნული, სააღდგომოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დასვენების დღე იქნება პარასკევი 18 აპრილი და ორშაბათი 21 აპრილი.

სასწავლო პროცესი სამშაბათს 22 აპრილს განახლდება.

იხილეთ: 2024-2025 სასწავლო წლის კალენდარი.
| Print |