კულტურა
ახალციხის ციხეზე ვიზიტორებისთვის ტარიფები ამოქმედდა
ახალციხის ციხეზე შესვლა ისევ ფასიანი გახდა. ციხის დირექტორის განმარტებით, არსებული ტარიფები 1 იანვრიდან ამოქმედდა. დავით ტაბატაძის თქმით, ციხის დასათვალიერებლად ზრდასრულებს 7 ლარის გადახდა მოუწევთ, სტუდენტებისთვის სამი ლარია, ხოლო მოსწავლეებისთვის - 2 ლარი. ექსკურსიამძღოლის მომსახურება მშობლიურ ენაზე ხუთი ვიზიტორის ჩათვლით - 10 ლარია, ხოლო ხუთ ვიზიტორზე მეტის შემთხვევაში - 20 ლარი. უცხო ენაზე ხუთი ვიზიტორის ჩათვლით - 20 ოცი ლარია, ხოლო ხუთი ვიზიტორის ზევით - 30 ლარი.
''რაბათის ციხე 2021 წლის დასაწყისიდან გადავიდა ჩვეულებრივ რეჟიმზე, ფასები იგივე იგივეა რაც იყო წინა წელს არაფერი არ შეცვლილა, არც გიდის მომსახურება'' - განაცხადა რაბათის დირექტორმა დავით ტაბატაძემ.
შიდა ტურიზმის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის ციხე დამთვალიერებლებსა და ვიზიტორებს 15 ივნისიდან უფასოდ მასპინძლობდა.
ციხეზე შესვლა კვლავაც უფასოა შესაბამისი მოწმობის წარდგენით:
- ICOM - ის წევრებისათვის;
- საქართველოს და უცხოეთის მუზეუმის თანამშრომლებისათვის;
- 6 წლამდე ასაკის და მიუსაფარი ბავშვებისათვის;
- სოციალურად დაუცველ პირთათვის;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
- იძულებით გადაადგილებულ პირთათვის;
- ომის ვეტერანებისათვის.
გამოყენეულია ახალციხის ციხის ფოტო.
Տարածեք :