კულტურა
საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია
მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში 445 894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) - 58 113, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 387 781 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
- რუსეთი - 90 239 ვიზიტორი;
- თურქეთი - 62 192 ვიზიტორი;
- სომხეთი - 61 974 ვიზიტორი;
- საქართველო (არარეზიდენტი) – 22 143 ვიზიტორი;
- ისრაელი - 20 555 ვიზიტორი;
- უკრაინა - 15 273 ვიზიტორი;
- ყაზახეთი - 14 368 ვიზიტორი;
- აზერბაიჯანი - 13 067 ვიზიტორი;
- ბელარუსი - 12 284 ვიზიტორი;
- საუდის არაბეთი - 10 372 ვიზიტორი;
- ირანი - 9 454 ვიზიტორი;
- უზბეკეთი - 5 697 ვიზიტორი;
- გერმანია - 5 557 ვიზიტორი;
- პოლონეთი - 3 907 ვიზიტორი;
- აშშ - 3 195 ვიზიტორი.
bpn.ge
Տարածեք :