კულტურა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.მათი თქმით, ქვათა ცვენა სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით მოხდა და შემთხვევის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.
"სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).
თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით. მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია." - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვარძიის შესავლელში ლოდები ჩამოცვივდა.
Տարածեք :