ახალციხის თოჯინების თეატრი პრემიერისთვის ემზადება
ახალციხის თოჯინების თეატრი პარასკევს, 21 ოქტომბერს ყველა ასაკის მაყურებლის წინაშე სპექტაკლით "პატარა უფლისწულით" წარდგება.
სპექტაკლი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოების, ”პატარა უფლისწული" -ის მიხედვით დაიდგა.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი 5 ლარია. ასევე შეგიძლიათ ბილეთების დაჯავშნაც.