კულტურა
ეროვნული დრამატურგიის VII საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს დასრულდება
დღეს, 2 ივნისს "ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს" მესხეთის თეატრი დახურავს.
დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით "ვოდევილები"(იჭვიანი, ოინბაზი) - წარდგება.
სპექტაკლის რეჟისორი კახა გოგიძეა, მონაწილეობენ: მანანა ბერიძე, ჯუნა თუმანიშვილი, კონსტანტინე კახიშვილი და მალხაზ შაყულაშვილი.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი 10 ლარია.
შეგახსენებთ, რომ ახალციხელ მაყურებელს 15 მაისიდან საშუალება ჰქონდა მშობლიურ ქალაქში 21 თეატრალური დასის წარმოდგენა ენახა.
Տարածեք :