მესხეთის თეატრი მოლდოვაში, საერთაშორისო ფესტივალზე გემგზავრება
მესხეთის თეატრი მოლდოვაში, საერთაშორისო ფესტივალზე გემგზავრება. ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ძვირფასო მაყურებლებო, 5 ოქტომბერს მივემგზავრებით მოლდოვაში, სადაც მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო ფესტივალში, სახელწოდებით:"THINK FREE"
ფესტივალზე წარვადგენთ სპექტაკლს, ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი", რომლის რეჟისორი, ვანო ხუციშვილია
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმოდგენა ჩანიშნულია 7 ოქტომბერს, 18:30 საათზე, კიშინიოვში, ეროვნული სატირის, იონ ლუკა კარაგიალეს თეატრის დიდ დარბაზში" - ნათქვამია ინფორმაციაში.
საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეექვსედ იმართება.