მესხეთის თეატრი თბილისში სპექტაკლებს გამართავს
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1 და 2 ნოემბერს თბილისში, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში გამართავს წარმოდგენებს.
დასი მაყურებლის წინაშე ორი სპექტაკლით წარდგება. 1 ნოემბერს დანიშნულია სპექტაკლი სახელწოდებით „ გაქცევა“ , 2 ნოემბერს, კი აკაკი წერეთლის „გამზრდელი“.
წარმოდგენები 19:00 საათზე დაიწყება.