მესხეთის თეატრთან არსებული დრამატული წრის მოსწავლეებმა ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავეს
მესხეთის სახელმწიფო თეატრთან არსებული დრამატული წრის მოსწავლეებმა, ქუთაისში, სასკოლო თეატრალურ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა სპექტაკლით: "უფლისწული და მათხოვარი". წარმოდგენამ ჟიურის მოწონება დაიმსახურა და სპექტაკლმა პირველი ადგილი მიიღო.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლია სულუაშვილმა, ახალციხეში პირველად დრამატული წრე 1972 წელს დააარსა, ახალგაზრდები თეატრში შემოიკრიბა და მესხ მაყურებელს, მათი მონაწილეობით არაერთი სპექტაკლი წარუდგინა.
ამ ეტაპზე დრამწრეზე 60-მდე მოსწავლე დადის. ლია სულუაშვილთან ერთად, მოზარდებთან მუშაობს თეატრის წამყვანი მსახიობი, მანანა ბერიძე. ახალგაზრდებს სამსახიობო ოსტატობას, სწორ მეტყველებას, მოძრაობის პლასტიკას, სიმღერას და გრიმის გაკეთებას ასწავლიან.