კულტურა
ახალციხეში “ქუჩის ბიჭები”, ნინი ქარსელაძე და ჯგუფი “რეგიონი” იმღერებენ
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 3 იანვარს, ახალციხეში საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება. საღამო კი “ქუჩის ბიჭების”, ნინი ქარსელაძის და ჯგუფი “რეგიონის” კონცერტით დასრულდება.
გთავაზობთ ღონისძების განრიგს:
- ღონისძიების ადგილი: შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
- საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00
- 14:00 - ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა;
- 14:00 -19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილები, ცხელი შოკოლადი;
- 14:15-15:15 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი;
- 15:15 – 15:45 - ილუზიონისტის შოუ;
- 15:45-16:45 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;
- 16:45-17:00 – მოსიარულე ორკესტრის შოუ
- 17:00-19:00- საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”, ნინი ქარსელაძე და ჯგუფი “რეგიონი”
- 19:00 - საზეიმო ფოიერვერკი.
Տարածեք :