მესხეთის თეატრის რეაბილიტაციისთვის 14 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა
14.03.2024
მესხეთის თეატრის რეაბილიტაციისთვის 14 140 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ თეატრში მოეწყობა ორი, მცირე და დიდი დარბაზი, რომელთაგან მცირე - 100, დიდი დარბაზი კი 500 მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი. განიხილება, როგორც თეატრის შიდა სივრცის, ისე ფასადის და ეზოს მოპირკეთება.
,,თეატრში საგასტროლოდ/სამუშაოდ ჩასული რეჟისორებისა და მსახიობებისთვის მოეწყობა რვა სასტუმრო ოთახი, შენობა სრულად აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. თეატრს ასევე ექნება თავისი კაფე, რომელიც თავის მხრივ უმასპინძლებს შემოქმედებით პროექტებს...
სამინისტროს გადაწყვეტილებით ახალციხის სალოტბარო სკოლა მესხეთის თეატრის ახალი შენობის გახსნის შემდეგ იქ შეძლებს წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას, რაც თეატრის შენობას ხელს შეუწყობს, იქცეს კულტურის მრავალფეროვან კერად", - წერია განცხადებაში.
სამინისტროს ცნობითვე, თეატრის რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.
თეატრის რეაბილიტაციის ტენდერში, რომელიც გასული წლის ზაფხულში გამოცხადდა, ერთადერთმა კომპანია შპს "ბილდკინგსმა" მიიღო მონაწილეობა და მასთან გაფორმდა ხელშეკრულებაც. კომპანია "ბილდკინგსი" 2016 წელს დაფუძნდა, მისი მფლობელები არიან ლაშა რუხაძე (40%), ნელი კალაძე (40%) და ნანო რუხაძე (20%). აღსანიშნია, რომ ლაშა რუხაძეს "ქართული ოცნებისთვის" 15 000 ლარი აქვს შეწირული.
თეა წულუკიანის ახალციხეში ვიზიტი 12 მარტს, მედიისთვის დახურული იყო. ფოტო-ვიდეო მასალას კულტურის სამინისტრო აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.