„განსაკუთრებით გაზრდილია სკოლის ექსკურსიები“ - ახალციხის ციხეში ვიზიტორების ზრდაზე საუბრობენ
2024 წლის ექვს თვეში რაბათის ციხის ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 22%-ით გაიზარდა. ახალციხის ციხის დირექტორი ზაზა თამარაშვილი იმედოვნებს, რომ მზარდი ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„ადგილობრივებს შორისაც არის მატება, ასევე, უცხოელ ვიზიტორებს შორის. წელს განსაკუთრებით გაზრდილია სკოლის ექსკურსიები ჩვენთან, ასეთი რაოდენობა წინა წლებში არ გვქონია. ასევე, მატება არის საერთაშორისო ვიზიტორების კუთხითაც“, - განაცხადა ზაზა თამარაშვილმა.
რაც შეეხება მონაცემებს, მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე რაბათის ციხის კომპლექსს 62 371 ვიზიტორი ესტუმრა მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობამ 50 951-ს მიაღწია.