ბორჯომში ქალაქის დღესასწაულისთვის ემზადებიან
14 სექტემბერს ბორჯომში "ბორჯომობის" დღესასწაული გაიმართება. ამისათვის მუნიციპალიტეტს სამზადისი უკვე დაწყებული აქვს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 108 088 ლარს დახარჯავს.
თანხის ფარგლებში, ბორჯომობის დღესასწაულზე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები, რისთვისაც დახლები დამონტაჟდება, ასევე განთავსდება ინსტალაციები, იქნებიან სხვადასხვა პერსონაჟები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებები 12 :00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათზე ფეიერვერკით დასრულდება.
"ბორჯომობა 2024" ღონისძიებების განრიგი ასეთია:
12:00 საათი - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
16:00 საათი – სპორტული ღონისძიება. მარათონი, პლატოს აღმართი.
17:00 საათი - საბავშვო ღონისძიებები ინსტალაციები, პერსონაჟები, გასართობი აქტივობები.
18:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.
19:00 საათი -ოფიციალური პირების მილოცვა ბორჯომელებსა და ბორჯომის სტუმრებს. საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.
19:30 საათი- გალა-კონცერტი, მონაწილეები ,,ოჩოს ქოხი"
21:00 საათი – ფეიერვერკი.