კულტურა
ახალქალაქში გზაზე უძველესი დარანი გამოჩნდა
მეღრეკის მიდამოებში, იხტილა-სამარის ახალ გაყვანილი გზის შუაგულში მიწა ჩაინგრა და დარანი გამოჩნდა. ამის შესახებ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე პუბლიცისტი კუკური მეტრეველი წერს.
"ახალი გზის გაყვანისას ამ გორას მეღრეკის მონასტრის მსგავსად სამი მხრიდან კალთები ისე ახლოს მოურღვიეს, რომ ძველი ნაგებობების კონტურები და რამდენიმე კულტურული ფენა ღიად გამოჩნდა. ორი წელია ამ გორს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს" - წერს კუკური მეტრეველი.
აქ მდებარე კონცხის თავზე უძველესი გორა ნამოსახლარია, რომლის შუაგულში ციხე-კოშკი მდებარეობს.
ჩანგრეულ გზაზე აღმოჩენილი დარანი კი სავარაუდოდ ციხე-კოშკიდან ქვემოთ, მდინარემდე ჩადიოდა. კუკური მეტრეველი დროულ ყურადღებას ითხოვს, იმისათვის, რომ გზა მთელს სიგანეზე არ ჩავარდეს.
ფოტოებს სოციალურ ქსელში, კუკური მეტრეველი ავრცელებს.
Տարածեք :