გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს სახალხო არტისტი ავადმყოფობის გამო, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
მას კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისთვის არაერთი სახელმწიფო პრემია ჰქონდა მიღებული.
გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში.
გივი ბერიკაშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.