მესხეთში მართლმადიდებლური და მუსლიმური სალოცავები ინგრევა
19.04.2017
წრიოხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, ადგილობრივები ხშირად სტუმრობენ.
ავარიულ ტაძარში ლოცვა უსაფრთხო არ არის. ნაგებობა დღითი დღე იშლება. ისტორიული ძეგლის კამარა და სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. შემავსებელი დუღაბი ძირითადად ჩამორეცხილია, ჩრდილო–აღმოსავლეთის კუთხე კი გადანგრეული.
მძიმე მდგომარეობაშია საკურთხევლის ბურჯები. დანგრეულ კედლებზე მცენარეებია ამოსული. ჩამოქცეულ სალოცავს ადგილობრივები შეძლებისდაგვარად უვლიან.
ახალციხეში მხოლოდ ტაძრები არ ინგრევა. მუნიციპალიტეტში რვა მეჩეთი მდებარეობს, რომლებსაც 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სპეციალისტების დახმარება თითქმის ყველა მათგანს სჭირდება.
XX საუკუნის დასაწყისში ზიკილიაში აშენებულ მეჩეთს, ადგილობრივი გიორგი მიქაძე პატრონობს, რომელიც ჯამეში თივას ინახავს. ნაგებობა ავარიულია. სახურავიდან ჩამოცვენილი თუნუქის ფურცლები, მოსახლეობას სალოცავში შეაქვს, სადაც წყალი ჩადის.
ზიკილიელები შენობის გამაგრებას ითხოვენ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ამორტიზებული მეჩეთი შესაძლოა, ჩამოინგრეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.