ადიგენში შალვა კეღოშვილის სახელობის კულტურის სახლი აშენდება
დაბა ადიგენის კულტურის სახლი, რომლის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, შალვა კეღოშვილის სახელს ატარებს.
ადიგენის მერიაში ამბობენ, რომ კულტურის სახლის ავარიული შენობის დემონტაჟი მოხდება და მის ადგილზე ახალი აშენდება. სწორედ მას მიენიჭება შალვა კეღოშვილის სახელი.
კულტურის სახლისთვის პოეტის, ორატორისა და მსახიობის სახელის მინიჭების ინიციატივა, ადიგენის მერს, ზაქარია ენდელაძეს ეკუთვნის.
ამასთან დაკავშირებით ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის პირველი პირები, შალვა კეღოშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციასა და ფოტომასალას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია facebook-ით ავრცელებს.