მედია
"მეცხრე არხის" ჟურნალისტი რუსუდან გვარამაძე საზოგადოებრივი ორგანიზაციების რჩეული გახდა
ტელეკომპანია "მეცხრე არხს" ჟურნალისტი რუსუდან გვარამაძე კონკურსის - „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.
კონკურსი "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" კამპანიის „ეს ქვეყანა შენია" ფარგლებში ჩატარდა. მისი მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში მომუშავე იმ ჟურნალსტების გამოვლენა, რომლებიც ობიექტურად და პროფესიონალურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას.
გამარჯვებული ჟურნალისტების გამოსავლენად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოკითხვა ყველა რეგიონში ჩაატარა. სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყველაზე მეტი ხმა რუსუდან გვარამაძემ მიიღო.
გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოვება 17 იანვარს თბილისში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, მოხალისეობის ეროვნულ ფორუმზე გაიმართა.
კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, სამოქალაქო განვითარების ინიციატივის ფარგლებში ჩაატარა.
Տարածեք :