ტელეკომპანია "მეცხრე არხის" მიერ მომზადებულმა ორმა მასალამ მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. რუსუდან გვარამაძის ნამუშევარი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები რეპატრირებული მესხების პრობლემებს, მაია იველაშვილის მასალა კი რეგიონში მუსლიმი მოსახლეობის სალოცავების - მეჩეთების მდგომარეობას შეეხებოდა.
გამარჯვებული ნამუშევრები ეკუთვნის on.ge-ს, civil.ge-ს, პუბლიკას, ტელეკომპანია მთავარს, გურიანიუსსა და tv9news.ge-ს. ჟიურის წევრი და მედიამკვლევარი ნინო დანელია განმარტავს, ,,დიდი ხანია თვალს ვადევნებ მეცხრე არხის მუშაობას და ძალიან მომწონს ის მაღალი პროფესიული სტანდარტი, რომლითაც აშუქებთ მიმდინარე პროცესებს".
დაჯილდოების ცერემონია დღეს, 28 მაისს თბილისში, სასტუმრო "სტამბაში" გაიმართა. ჟიურის წევრებმა მრავალფეროვნების გაშუქების მედიაკონკურსში გამარჯვებული სულ 10 ჟურნალისტი დააჯილდოვეს.
კონკურსი MDF-მა პროექტის "ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში" ჩაატარა. მასში მონაწილეობა 28 ჟურნალისტმა და ბლოგერმა მიიღო.
დღესვე გაიმართა ახალი გზამკვლევის "როგორ (არ) გავაშუქოთ მრავალფეროვნება" პრეზენტაცია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.