მედია
მაგას გავლენა კი არა, დახმარება ჰქვია - ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი
“მე არ ვიცი, რანაირია ამერიკული კანონი, რომლის გადმოთარგმნასაც ეს ხალხი აპირებს, ან რა წერია იმ კანონპროექტში, რაც უკვე დაწერეს, მაგრამ მე ვიცი, აქ რა ხდება, ჩვენს ქვეყანაში და აქ ხდება ის, რომ მთელი ქვეყნის განვითარება, ამ წუთში, დამოკიდებულია დასავლურ ფულზე”, – ასე ეხმაურება ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, გიორგი კობახიძე კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს.
“როცა ვიღაც განათლების რეფორმებს გიფინანსებს, სკოლებს გიშენებს და გირემონტებს, ჯარს გიწვრთნის, სამოქალაქო საზოგადოებას გივითარებს, ეკონომიკურ პროექტებს გიფინანსებს და კიდევ უამრავ სიკეთეს გიკეთებს, რის ჩამოთვლაც აქ შორს წაგვიყვანს, მაგას გავლენა კი არა, დახმარება ჰქვია და რამდენადაც, ხსენება რო არ მინდა, ის ქვეყანა არც არაფერს გაძლევს და არც არაფერს გივითარებს, ეს რაღაცა უბადრუკი კანონპროექტი სწორედ დასავლეთის დახმარების (და არა – გავლენის) წინააღმდეგ მიმართული გამოდის. და თუ ვინმეს გავლენის წინააღმდეგ გვაქვს ეხლა საბრძოლველი, სწორედ რუსული გავლენაა და არა – დასავლური " - წერს გიორგი კობახიძე.
წყარო: mozaikanews.ge
Տարածեք :