ის დროა, როცა ვიღაცის დაპატიჟება არ გჭირდება - ახალციხელები პარლამენტთან გამართულ აქციას შეუერთდნენ
06.03.2023
პარლამენტთან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს ახალციხიდანაც შეუერთდნენ. სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" - კანონპროექტებს აპროტესტებენ, რომელთა განხილვა დღეს იმართება.
ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე ფიქრობს, რომ ,,რუსული კანონით" ქართული ხმის ჩახშობა უნდათ.
,,ამ კანონით ცდილობენ გააკონტროლონ ყველაფერი რაც დასავლურია და უნდათ ჩაახშონ ის ხმაც, ვინც რაღაცას აპროტესტებს ამ ქვეყანაში. როგორც დაჭირდება ქვეყანას, ისე მოვიქცევით, თუ თვითონ არ დაიღლებიან, არც ჩვენ დავიღლებით. ყველაზე მეტად პროტესტის გამომხატველი ახალგაზრდები არიან. ეს ის დროა, როცა ვიღაცის დაპატიჟება არ გჭირდება. შენმა გულმა და ქვეყნის სიყვარულმა უნდა გიკარნახოს, რომ გასაპროტესტებლად მოხვიდე“.
სამოქალაქო სექტორის განმარტებით, კანონი ეხება ყველა იმ პირსა თუ სექტორს, ვინც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. ,,მთავრობა ცდილობს შეგვათრიოს იქ, საიდანაც თავის დაღწევას 30 წელზე მეტია ვცდილობთ, აქ ვდგავართ ის ხალხი, ვისაც მიგვაჩნია, რომ ოთახებში და თბილ კაბინეტებში ჯდომის დრო არ არის. უნდა გავაპროტესტოთ და ვთქვათ, რომ ჩვენი არჩევანი არ არის რუსეთი. ახლა, ვითარება მშვიდია და იმედი მაქვს, რომ ამ პროტესტს ექნება შედეგი“ - ამბობს ჯაბა ნათენაძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.