"მეცხრე არხის" სომხურენოვანი ვებ გვერდის რედაქტორი სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა
ტელეკომპანია "მეცხრე არხის" სომხურენოვანი ვებ გვერდის რედაქტორი, სირუშო ანტონიანი სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.
ვიზიტი „დოიჩე ველე აკადემიის“ მიერ იყო ორგანიზებული. ტურის ფარგლებში 5 მედიასაშუალების წარმომადგენელი გერმანიის წამყვანი მედიასაშუალებების თანამშრომლებს შეხვდა და სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო. ქართული მედიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს გერმანიის მედიის გამოწვევების, ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
ვიზიტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უკეთ გასცნობოდნენ გერმანიის კულტურას და ისტორიას.
„დოიჩე ველე აკადემია“ საქართველოში ხელს უწყობს ეთიკური ჟურნალისტიკის გაძლიერებას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. პროექტს აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო.